გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზების“ შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზების“ შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
მალტის მიერ მომზადებული და 12 ხმით მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზის სექტორში სასწრაფო და გახანგრძლივებული „ჰუმანიტარული პაუზებისა“ და უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესახებ.
ამასთან, დოკუმენტი „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ დაკავებული ყველა მძევლის, განსაკუთრებით ბავშვების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.