ბაიდენი – ჩინეთის პრეზიდენტს: მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს – ორ ქვეყანას შორის შორის კონკურენცია არ უნდა გადავიდეს კონფლიქტში
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია მას და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს ერთმანეთის ნათლად ესმოდეთ.
მისივე თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენცია არ უნდა გადავიდეს კონფლიქტში.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, მცდარი წარმოდგენებისა და არასწორი კომუნიკაციის გარეშე“, – განუცხადა ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს სამიტის დაწყებისას.
როგორც მან აღნიშნა, ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე, ერთად იმუშაონ, მათ შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ და ხელოვნურ ინტელექტთან დაახლოებაზე.
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა.
„ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში, ის უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხს და შეასრულოს ჩვენი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინსვლაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მშვიდი, მაგრამ დაპირისპირებას ორივე მხარისთვის აუტანელი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა სი ძინპინმა.