გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დელეგაციის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ჩეხმა სტუმრებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილების შესახებ. გორის მერმა მათ გააცნო მუნიციპალიტეტის საინვესტიციო, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ პერსპექტიულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

გორს სტუმრობდნენ ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენსი, ჩეხი ექსპერტი თომას პაველკა, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ჟანა ზელინგეროვა და ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორს თეონა რობაქიძე.

მერთან ერთად სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე თარხნიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები