ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება იზრდება 273 მლნ ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 952 მილიონ ლარს. მისი თქმით გათვალისწინებულია:
• ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდამ შეადგინა 45%;
• თავდაცვის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გამოყოფილია 330,0 მლნ ლარი;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისთვის, გათვალისწინებულია 131 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 30 სახანძრო მანქანის შესყიდვა.