ირაკლი ბერაია გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.
პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის მიმართულებები თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.