“რადიკალური ოპოზიცია საქართველოს უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თანამოქალაქისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი პირის შესახებ რეაგირება მოახდინოს” – არჩილ თალაკვაძე

“რეზოლუციაში არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს, საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ და იმ უმძიმეს შემაშფოთებელ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც მოხდა ამ წლების განმავლობაში“, – ამის პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების სახელები შეიყვანოს.

„რეზოლუციის ტექსტი იმგვარად არის შედგენილი, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს, ანუ თავის სახელმწიფოს, ვის პოლიტიკასაც ისინი წარმოადგენენ, სთხოვს და უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თანამოქალაქის და გატაცებული, უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქის შესახებ მოახდინოს რეაგირება. საკუთარ ქვეყანას სთხოვენ რეაგირება დაიწყეთო. ეს არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ და იმ უმძიმეს შემაშფოთებელ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც მოხდა ამ წლების განმავლობაში. ამ რეზოლუციას აინიცირებს ხალხი, რომელმაც თავის მოსახლეობა ომის დროს დატოვა ომის ზონაში ევაკუაციის გარეშე, ის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოიქცა ბრძოლის ველიდან და იქ დატოვეს ჯარისკაცები, ადამიანები, რომლებმაც თანამედროვე შეიარაღება ჩააბარეს რუსეთს ომის დროს, ამის მერე გაიხსნეს საზღვრები რუსეთს, ჩააბარეს ენერგეტიკული და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები