ე.წ. შსს: აფხაზეთში დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, “რესპუბლიკაში დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა”.

გვიან ღამით ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ “უშიშროების ძალები გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ პირთა ჯგუფს ეძებენ”.

კიუტმა აღნიშნა, რომ ადგილობრივმა მონადირეებმა სოფელ აზანტას მიდამოში შვიდი შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს.

მინისტრმა დასძინა, რომ სოხუმთან ყველა მისასვლელი გადაკეტილია.

ამის პარალელურად, СоловьевLIVE-ის ტელეგრამის არხზე გავრცელდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ “აფხაზეთში საქართველოდან 50-კაციანი დივერსიული ჯგუფი შევიდა. მათი მიზანია – სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა”. აღინიშნებოდა, რომ ინფორმაცია მიღებულია აფხაზეთის ე.წ.თავდაცვის სამინისტროდან.

თუმცა, მოგვიანებით, ამ არხზე ინფორმაცია წაშალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები