პაველ ჰერჩინსკი: ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ
ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თითოეული დღე მნიშვნელოვანია.
„მიხარია, რომ 18 ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩით ვარ წარმოდგენილი აქ, ამ ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აგრეთვე ძალიან მიხარია, რომ აშშ-ის ელჩი შემოგვიერთდა, რომელიც არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ხუთ კვირამდე დარჩა, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ თითოეული დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლა განხორციელდეს. ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს. კიდევ ერთხელ მივულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას და ვეუბნები დიდი მადლობას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.