„ჩვენი ხმა ევროპას“ – ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტის დაანონსებული აქცია მიმდინარეობს

„ჩვენი ხმა ევროპას“ – ორბელიანის სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით აქცია მიმდინარეობს.

ღონისძიებას მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები ესწრებიან, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

ამასთან, პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია – „ჩვენი ხმა ევროპას“.

აღნიშნული შეკრება გუშინ, 7 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები