ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას გაფართოების შესახებ ანგარიშისა და დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიული და გარდამტეხია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის, რასაც  საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიაღწია.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა და წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები