ოლივერ ვარჰეი: ამოცანების სია ნათელია, თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მინისტრ დარჩიაშვილთან გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში და ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს ნაბიჯები განვიხილეთ.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამოცანების სია ნათელია.
თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში“, – წერს ვარჰეი X-ზე.
Discussed the very first #Enlargement Report w/ Minister @iliadarch & next steps on #Georgia’s EU path.
The Commission has recommended to grant 🇬🇪 EU candidate country status.
The list of tasks is clear.Your commitment & determination will help to fulfil the remaining steps. pic.twitter.com/UjvBNx7oFZ
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 8, 2023