ოლივერ ვარჰეი – თამაზ გინტურის მკვლელობაზე: საქართველომ დამნაშავეები უნდა იპოვოს – ჩვენ გვერდით ვუდგავართ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

“დიახ, ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც საქართველოში მოხდა. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი სიახლე, ინციდენტი, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, საქართველომ დამნაშავეები უნდა იპოვოს. ჩვენ ვუდგავართ გვერდით ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას”, – განაცხადა ვარჰეიმ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები