“ეს ჩვენი სალოცავია, ჩაჭედილია, ჯვარი მოხსნეს, ასე შვრებიან რუსები” – “კგბ” ლომისის სალოცავში გინტურის და დათაშვილის შესვლის კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ” სოფელ კირბალში 6 ნოემბერს გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მიდიან ლომისის სალოცავში საქართველოს მოქალაქეები – თამაზ გინტური და ლევან დათაშვილი და ტაძრის ჩაჭედილ კარს აღებენ.
“ეს ჩვენი სალოცავია, ვენაცვალე ამის ძალასა და მადლსა. ასე შვრებიან რუსები, ჩაკეტეს და ჯვარი ჩამოხსნეს. იმათმა თუ ჩაკეტეს, ჩვენ უნდა გავხსნათ. მე გავხსნი. დიმიტრი, ჩვენი ლომისის ტაძრის. გადამიღე, როგორ ვაღებ კარს. რაზე ჩაკეტეს, ქრისტიანები ხომ არიან”, – ამბობს თამაზ გინტური.
როგორც ცნობილია, ამ ქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ცეცხლი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაუხსნეს, რის შედეგადაც თამაზ გინტური დაიღუპა, ხოლო ლევან დათაშვილი უკანონოდ დააკავეს.