ვალერი თელია: გამოძიების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვალერი თელიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

„დაწყებულია გამოძიება. ასევე, ინფორმირებულია სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ყველა შესაბამისი ორგანო. ჩვენც გამოძიების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება და შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება. აღნიშნული ტერიტორია არის ოკუპირებული, ფიზიკურად ვერ გადავდივართ სამართალდამცველები და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსურ მხარესთან“, – აღნიშნა თელიამ.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები