“2008-ში იბრძოდა და რომ წაეყვანათ, მაინც მოკლავდნენ წამებით – გამიზნულად მოკლეს” – ადგილობრივი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ გინტური გამიზნულად მოკლეს.

“2008-ში იბრძოდა და ეს რომ წაეყვანათ, მაინც მოკლავდნენ წამებით. იმიტომ, რომ ნაბრძოლი იყო… გამიზნულად მოკლეს. სანთლის ასანთებად ყოველ კვირას ადიოდა. ძალიან ბევრნი ყოფილან (ოკუპანტები), ბევრნი იყვნენ, თორემ ერთი და ორი მაგას ვერავინ ვერაფერს ვერ უზამდა. უკანა ბეჭზე აქვს ნასროლი, თავის ”სიდენიაზეა” მკვდარი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები