“უავტორიტეტო ნარმანიას 30 -მილიონიანი სესხის აღებას აიძულებენ“

“თბილისის მერს დავით ნარმანიას 30- მილიონიანი სესხის აღებას აიძულებენ”,- ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, ყოვლად მიუღებელია, ქალაქის მერია კომერციული ბანკიდან სესხს იღებდეს მაშინ, როცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქს 50 მილიონი ლარი წაართვა.
უგრეხელიძემ მთავრობას კუთვნილი 50 მილონი ლარის დაბრუნება მოსთხოვა.
„გასულ წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის მერიას 50 მილიონი ლარი იმ საბაბით დააკლო, რომ ჩვენ თანხა ვერ დავხარჯეთ და არ გვჭირდებოდა. არადა, რეალურად, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ “უგულავას მერიას” წარმოავდგენდით. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს 50 მილიონი სჭირდება ქალაქს და უავტორიტეტო ნარმანიას აიძულებენ, სესხი კომერციული ბანკებიდან აიღოს. ეს არის სრულიად დაუშვებელი. კეთილი ინებოს მთავრობამ და დაგვიბრუნოს წართმეული 50 მილიონი. მოვითხოვთ, რომ ეს სესხი არ იქნას აღებული. სასტიკი წინააღმდეგები ვართ, თბილისის მოსახლეობამ რაღაც სესხები იხადოს და კომერციული სტრუქტურები გაამდიდროს“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები