ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ” კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება – “დამრღვევებმა სცადეს, ავტომანქანით დაჯახებოდნენ მესაზღვრეებს და გაქცეულიყვნენ საქართველოში”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ” 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.

მათი მტკიცებით, “სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი აღმოაჩინა”.

„დაკავების მცდელობისას მათ გასწიეს წინააღმდეგობა, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, დამრღვევები ნაჯახს იყენებდნენ. ამის მერე მათ სცადეს, ავტომანქანით დაჯახებოდნენ მესაზღვრეებს და გაქცეულიყვნენ საქართველოში.

ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და შემდგომი დაუმორჩილებლობის შედეგად, ცეცხლი ავტომობილის საბურავებს გაუხსნეს.

შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები