კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია განიხილეს

კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია განიხილეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 7,6 % იყო, ხოლო 9 თვეში 6, 8%-ია. მისი ინფორმაციით, წლიურ ინფლაციას კლებადი ტენდენცია აქვს.

რაც შეეხება ნაერთ ბიუჯეტს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, შემოსავლები შესრულებულია 104, 3%-ით და მობილიზებულია 16 მლრდ 257მლნ ლარზე მეტი.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები 103, 5 %-ით არის შესრულებული და ჯამში, 13 მლრდ 732 მლნ ლარის მობილიზება მოხდა. პრივატიზაციიდან მიღებულია 102, 7 მლნ ლარი, სესხების დაბრუნებით – 219 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდამ ჯამში 2, 4 მლრდ ლარი შეადგინა.

„ყველა სამინისტროს აქვს შესრულების საკმაოდ მაღალი და კარგი მაჩვენებელი შესრულების გეგმებთან მიმართებით. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილში, ჯამურად არის 302 მლნ 952 ათასი ლარი ათვისებული და 92, 3 % -ია შესრულების მაჩვენებელი. სამინისტრო მუშაობდა სპორტის ინფრასტრუქტურის ნაწილში ინვენტარის შესყიდვაზე. ამ თვეში დაახლოებით, 9 მლნ ლარის ინვენტარის შესყიდვას უზრუნველყოფს სამინისტრო და ჩამორჩენა არ გვექნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ბიუჯეტის ცხრა თვის მიმოხილვა ცნობად მიიღო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები