საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან და ახლაც იმსახურებს.
“მათი მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ხელი შეშლოდა. ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან, ახლაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა, ვინც ამ შეხედულებას არ იზიარებს და თვლის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, მათ ინტერესშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება”, – განაცხადა სარჯველაძემ.