ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხს არ გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ არ ვხურავთ ამ საკითხს. უკრაინის პრეზიდენტი განიხილავს და აწონ-დაწონის სხვადასხვა დადებით და უარყოფით მხარეებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მანვე დასძინა, რომ რუსეთთან ომის დროს არჩევნების ჩატარება „უპრეცედენტო“ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში, კანონმდებლობით, ქვეყანაში არჩევნების ჩატარების გადატანა შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები