IDF აცხადებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ სასწრაფო დახმარების მანქანაზე თავდასხმა განახორციელეს

Palestinians pull an ambulance after a convoy of ambulances was hit, at the entrance of Shifa hospital in Gaza City, November 3, 2023. REUTERS/Anas al-Shareef

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე სასწრაფო დახმარების მანქანაზე, რომელსაც „ჰამასი“ საბრძოლო ზონასთან ახლოს იყენებდა, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

მათივე ცნობით, იერიშის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე ტერორისტი დაიღუპა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომობილს „ჰამასის“ ტერორისტები იყენებდნენ. იერიშის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლია ლიკვიდირებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ჰამასი“ ტერორისტებისა და იარაღის ტრანსპორტირებისთვის სასწრაფო დახმარების ავტომობილებს იყენებს“, – განაცხადა IDF-მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები