ლუკაშენკო: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების გამო, უკრაინა უკანა პლანზე გადადის – ზელენსკი ქვეყნის დასატოვებლად ემზადება
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა „ისევ ჩვენი იქნება“, რომ შეერთებული შტატებისთვის ის მეორე ადგილს იკავებს და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თითქოს ემზადება ქვეყნის დასატოვებლად.
ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების გამო, უკრაინა უკანა პლანზე დგას და პარტნიორები მას ზურგს აქცევენ.
„ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაუარესების გამო, უკრაინა უკანა პლანზე გადადის. უკრაინა ჩვენი იქნება. არავის სჭირდება ეს უკრაინა. ომის დაწყებისას გაგაფრთხილე, ზელენსკის დავურეკე: „ვოლოდია, მომისმინე, როგორც კი სადმე რამე უბედურება იქნება, მაშინვე დაგიწყებენ. და რა ხდება? უკრაინა უკანა პლანზე გადადის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მანვე დასძინა, რომ „ჯერ უნდა იფიქრო, სანამ ქვეყანას ამა თუ იმ ავანტიურაში ჩააბამ“.