„მარგველაშვილმა ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხული არ ჰქონდა“

ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქმედებები გაუგებარია. როგორვ ივანიშვილიმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა ისე, რომ ამის შესახებ გუნდის არცერთ წევრს არ ჰკითხა, ხოლო პროკურატურას “გრიფი” მთელი თვე არ მოუხსნა.
“რა შუაშია მთავრობა იმაში, რომ ის პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და გუნდის არც ერთ წევრს არ კითხა მაშინ, როცა იცოდა მათი უარყოფითი განწყობა, თვითონაც უარყოფითი განწყობა ჰქონდა. ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხული არ ჰქონდა და პროკურატურას “გრიფი” მთელი თვე არ მოუხსნა, სანამ არ გასაჯაროვდა. რა შუაშია აქ მთავრობა? ის, რომ ერთი თვე არ ხსნი გრიფით “საიდუმლოს” ელემენტარულ საბუთს და, ამავდროულად, აცხადებ, რომ კონკურენციაში გინდა იყო ხელისუფლებასთან, ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას”, – აღნიშნავს ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები