“საინფორმაციო უსაფრთხოება” – მოლდოვაში რუსული ტელეარხები დახურეს

მოლდოვაში ექვსი რუსული ტელეარხის ტრანსლაცია შეწყდა.

​ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა თქვა, რომ საინფორმაციო უსაფრთხოებიდან გამომდინარე ლიცენზიები ჩამოერთვათ: Оризонт-ТВ-ს, ICTV-ს, Прайм-ТВ-ს, Публика-ТВ-ს, Канал-2-ს, Канал-3-ს.

ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით, ეს არხები პროპაგანდას ეწეოდნენ და უკანონოდ ფინანსდებოდნენ.

როგორც სანდუმ აღნიშნა,  მედიამ უნდა გაავრცელოს სწორი და ობიექტური ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება დაუპირისპირდება არა მხოლოდ მედიის, არამედ პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები