გერმანიაში “ჰამასის” ნებისმიერი საქმიანობა აიკრძალა
გერმანიის შს მინისტრმა, ნენსი ფეზერიმ განაცხადა, რომ დღეიდან ქვეყანაში ჰამასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა აიკრძალა.
ამის შესახებ Spiegel წერს.
როგორც მან თქვა, “გერმანიაში აკრძალულია რადიკალური ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის ,,ჰამასის,, და პალესტინური ქსელის Samidoun-ის საქმიანობა”.
აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰამასის სახელით აქციების გამართვა, ან მათი პროპაგანდის გავრცელება დანაშაულად ჩაითვლება.
“ანტისემიტიზმს ადგილი გერმანიაში არ არის. ჩვენ მას შევებრძოლებით ყველა ფორმით და სახელმწიფოს კონსტიტუციური საშუალებებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.