IDF: ღაზას ცენტრში პოზიციებს ვაკონტროლებთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში ,,ჰამასის,, თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და ანკლავის ცენტრში პოზიციებს აკონტროლებენ.

ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, IDF-ის სპიკერმა დანიელ ხაგარიმ განაცხადა.

„მებრძოლები აგრძელებენ ,,ჰამასის,, თავდაცვის ხაზების განადგურებას და კონტროლზე ცენტრალური ტერიტორიების აყვანას. გეგმის და მიზნების მიხედვით წინ მივიწევთ. ყველა ბრძოლაში გვაქვს უპირატესობა. ფართომასშტაბიანი ლოგისტიკური სამუშაოები ახლაც გრძელდება. ბრძოლის ველზე ჩვენს ჯარისკაცებს მუდმივად მიეწოდებათ საბრძოლო მასალები და დამცავი აღჭურვილობა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები