“ავერსის“ კლინიკის დირექტორი: პატიმრების გაქცევა ეზოდან მოხდა
“პატიმრების გაქცევა ეზოდან მოხდა და საგამოძიებო მოქმედებები იქ მიმდინარეობდა”, – ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს ყველა საჭირო კამერის ჩანაწერები გადასცეს.
“დაიბარეს თუ არა ვინმე დაკითხვაზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მოგვმართეს თხოვნით და ყველა კამერის ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ, რაც მათ სჭირდებოდა. ფაქტს არ შევსწრებივარ. დაცვის სამსახურმა მითხრა, რომ დავინახეთ, ეზოდან ვიღაცები გარბოდნენო, სხვა ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ავერსის” კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. სამი პატიმრიდან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ დააკავეს.