მძევლების გათავისუფლების მიზნით, ტაილანდმა “ჰამასთან” პირდაპირი მოლაპარაკება დაიწყო

ტაილანდმა, მძევლების გათავისუფლების მიზნით, “ჰამასთან” პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც ტაილანდის მხრიდან მოლაპარაკებების მისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა დეპუტატმა – არეპენ უტარასინმა თქვა, 26 ოქტომბერს თეირანში იგჰამასის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მიიღო გარანტია, რომ ტაილანდელ მძევლებს “შესაფერის დროს” გაათავისუფლებდნენ.

”მე ვითხოვე მათი გათავისუფლება, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბანგკოკში.

7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, “ჰამასმა” ისრაელიდან, სულ მცირე, 19 ტაილანდელი ფერმერი გაიტაცა, ბევრი მათგანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ისრაელის ფერმერებსა და ბაღებში 25 000-ზე მეტი ტაილანდელი მუშაობს, ისინი უცხოური სოფლის მეურნეობის სამუშაო ძალის დიდ ნაწილს წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები