ისრაელის პრეზიდენტმა თანამოქალაქე ებრაელებს და არაბებს სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა თანამოქალაქეებს, ებრაული და არაბული წარმოშობის ისრაელელებს მიმართა და მოუწოდა, შეინარჩუნონ სამოქალაქო მშვიდობა.
„მტერს სურს ჩვენ შორის სიძულვილის გაღვივება, ებრაელ მოქალაქეებსა და არაბ მოქალაქეებს შორის. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას, გადამწყვეტად და უკომპრომისოდ. უნდა უარვყოთ სიძულვილისა და რასიზმის ყველა მოწოდება ჩვენ შორის არსებული სხვადასხვა თემის მიმართ და გავიხსენოთ ათობით არაბი მოქალაქე, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტისას და ბრძოლებში. რაც მთავარია, გვახსოვდეს პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა, რაც ასე დამახასიათებელია ისრაელის არაბული თემისთვის“, – თქვა ისააკ ჰერცოგმა.
ეთნიკური არაბები ისრაელის მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენენ.