„არ შევწყვეტთ იმაზე მუშაობას, რომ ამერიკელები ღაზიდან გამოვიყვანოთ“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რაფაჰის“ გამშვები პუნქტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, შეერთებული შტატები არ შეწყვეტს მუშაობას მათი მოქალაქეების ღაზიდან გამოსაყვანად.

„დღეს, ამერიკის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო გასასვლელი დაჭრილი პალესტინელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზის სექტორი. ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის მოქალაქეები დღეს დატოვებენ და ველოდებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადასვლას უახლოეს დღეებში. ჩვენ არ შევწყვეტთ იმაზე მუშაობას, რომ ამერიკელები ღაზიდან გამოვიყვანოთ“, – წერს ბაიდენი X-ზე.

ცნობისთვის, ეგვიპტელმა მესაზღვრეებმა ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე, „რაფაჰის“ სასაზღვრო გადასასვლელი იმ პირებისთვის გახსნეს, რომლებიც ღაზას სექტორს ტოვებენ. ისინი არიან, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები