Bloomberg: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, აგვისტოს შემდეგ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის 10-მდე ტვირთი გაიგზავნა.
ამასთან, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში აგრეთვე გაგზავნა მრჩევლები საბრძოლო მასალის გამოყენების საკითხებში.