მედია: ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს არ განიხილავს
ისრაელი მზადაა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლების ჰუმანიტარული პაუზის საკითხი განიხილოს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს.
როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ გაზეთი Politico წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ისრაელის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას სურს, ჰუმანიტარული პაუზის საკითხი განიხილოს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი მაგიდაზე ჯერ კიდევ არ დევს“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, რადგან თვლის, რომ შესვენება საშუალებას მისცემს პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“, რომ ისრაელზე თავდასხმების გასაგრძელებლად ძალები აღიდგინოს.