მეუფე იაკობი – სინოდის სხდომაზე: მსოფლიოში ძალიან არეული სიტუაციაა და ალბათ, ძირითადად, ამაზე გვექნება მსჯელობა
“მსოფლიოში ძალიან არეული სიტუაციაა და ალბათ, ძირითადად, ამაზე გვექნება მსჯელობა. მშვიდობა ძალიან სჭირდება მსოფლიოს. ისე, მსოფლიოს განვითარების პერსპექტივა არ ექნება”,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ხვალისთვის ჩანიშნულ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე იაკობი ვარაუდობს, რომ სხდომა დიდხანს არ გაგრძელდება.
“მე ვფიქრობ, წმინდანების საკითხიც გვაქვს დასაყენებელი. მადლობა ღმერთს, საქართველოში, ასე თუ ისე, მშვიდობა გვაქვს. ჩვეულებრივი შეკრება იქნება, არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს,”- აცხადებს მეუფე იაკობი.