პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად – მეურვეებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია.

პარლამენტის ინფორმაციით, ორივე კანდიდატურას 83-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტში კანდიდატურები წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები