ნინო წილოსანი: გვარამიას მხრიდან სააკაშვილის შეწყალებაზე აპელირება და პრეზიდენტისთვის მიმართვა ვფიქრობ, უკავშირდება იმპიჩმენტის პროცესში „ნაცმოძრაობის“ მიერ უარის თქმას
გვარამიას მხრიდან სააკაშვილის შეწყალებაზე აპელირება და მიმართვა, ვფიქრობ უკავშირდება იმპიჩმენტის პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უარის თქმას, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვარამიას მხრიდან სააკაშვილის შეწყალებაზე აპელირება და მიმართვა ვფიქრობ, უკავშირდება იმპიჩმენტის პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უარის თქმას. შესაძლოა გარკვეულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი, თუმცა, მომავალი უკეთ გვიჩვენებს“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთი ეთერიდან მიმართა და სააკაშვილის შეწყალება სთხოვა.