ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: ამ ეტაპზე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მისი მკურნალობა კლინიკის პირობებში გაგრძელდეს

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად შეესაბამება კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ის სტაციონარში უნდა იმყოფებოდეს.

“პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი ჩვენთან არ განხილულა და ეს ჩვენთან არც განიხილება. ჩვენთან განიხილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებულია, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებთან ერთადაც შევთანხმდით ამაზე. რა თქმა უნდა, არის კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებს შეესაბამება რომ იმყოფებოდეს ამ ეტაპზე სტაციონარში”,- აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე – “თქვენი რეკომენდაციაც ამ ეტაპზე არის რომ გაგრძელდეს მისი მკურნალობა კლინიკის პირობებში”, – ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო.

“დიახ, ამ ეტაპზე ასეა ნამდვილად”, – აღნიშნა ჩხაიძემ ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები