ალუდა ღუდუშაური: მე რა მაქვს საბოდიშო?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ პარლამენტში გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

“მე რა მაქვს საბოდიშო?! ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა, აბსოლუტურად”, – ამბობს ღუდუშაური.

ცნობისთვის, ალუდა ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანა წითლიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალა ხარ. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი, შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები