„სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეგვიცვლია, ვინც არ უნდა იყოს, მიმტევებლები უნდა ვიყოთ“ – მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე
„სინოდმა გადაწყვეტილება მივიღეთ და ის არ შეგვიცვლია – ქრისტე იყო მიმტევებელი და ჩვენც თუ ქრისტიანები ვართ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ“ , – ასე უპასუხა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება, თუ არა წმ. სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა.