ირაკლი კობახიძე – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე: სრული ცირკი იყო, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ

“ევროკავშირმა მოითხოვა იყო და უფრო მეტიც, დაგვემუქრა, რომ „შემოქმედებითი ევროპიდან“ გაგვრიცხავდნენ, თუ ამ კანონს არ მივიღებდით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალებთან დაკავშირებით კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ​შედგა.

„სრული ცირკი იყო, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ. ევროკავშირისგან მკაცრი რეკომენდაცია იყო, რომ ეს კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ასეთი პლატფორმა „შემოქმედებითი პლატფორმა“ და ამ პლატფორმიდან გარიცხვა ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას ეს კანონი რომ არ მიგვეღო. მარტო რეკომენდაცია არ იყო, გვრიცხავდნენ „შემოქმედებითი ევროპიდან“ თუ არ მივიღებდით ამ კანონს. დეტალებთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ​და როცა გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ გამოხატვის შესაზღუდად გვინდოდა ამ კანონის მიღება, ცირკის გარდა ამას რა შეიძლება დაარქვა?!“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები