“თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე” – ირაკლი კობახიძე
„თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, თეორიულად, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების “ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და სალომე ზურაბიშვილს, ზოგადად, ჩვენ პრეზიდენტისგან არაფერი გვიკვირს. თანდათანობით ის კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თავის დროზე მას მხარი დაუჭირა იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც პრინციპულად არის მიუღებელი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია, კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, თუმცა ვნახოთ, ეს არის მისი საქმე. იმედი მაქვს, რომ ის მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა კობახიძემ.