ნინო წილოსანი: „მონის“, „მოღალატის“ და „რუსეთის აგენტების“ ძახილი ნამდვილად არ წაახალისებს იმას, რომ ნორმალური პოლიტიკური კულტურა დაფუძნდეს

“მნიშვნელოვანია, რომ თავად ოპოზიცია ათვითცნობიერებდეს მის როლს სიძულვილის ენის გაღვივებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტში დეპუტატებს შორის გუშინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „მონის“, „მოღალატის“ და „რუსეთის აგენტების“ ძახილი ნამდვილად არ წაახალისებს იმას, რომ ნორმალური პოლიტიკური კულტურა დაფუძნდეს.

“ყველა შემთხვევაში, ეს უნდა დასრულდეს და აღარ უნდა განმეორდეს, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ თავად ოპოზიცია ათვითცნობიერებდეს მის როლს ამ სიძულვილის ენის გაღვივებაში და „მონის“ ძახილი, „მოღალატის“ ძახილი, „რუსეთის აგენტების“ ძახილი ნამდვილად არ წაახალისებს იმას, რომ ნორმალური პოლიტიკური კულტურა დაფუძნდეს. თითოეული დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული და ყველა სარგებლობს სპეციალური მანდატით, ამიტომ, როგორ მოიქცევა დეპუტატი, ეს მასზეა დამოკიდებული და ეს კონკრეტული ფაქტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, უშუალოდ არ განაპირობებს მათი უფლებამოსილების შეჩერებას”, – ამბობს წილოსანი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას გუშინ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები