ალეკო ელისაშვილი: სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს ფიზიკურად ვერ შეიწყალებს

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

“ეს იყო გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა იმ ადამიანისგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო. სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს ფიზიკურად ვერ შეიწყალებს, რადგან შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება.

სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი, ერთ საქმეზე შეიწყალებს, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? ეს ასე არ ხდება. ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დარტყმა, სამართლებრივად კანონს ჩახედონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები