ალეკო ელისაშვილი: ჩემი მიზანია, საქართველომ სტატუსი მიიღოს
“არ ვიცი, ევროკავშირში რა გადაწყვეტილება მწიფდება, მაგრამ ვიცი, რა მინდა. ჩემი მიზანია, საქართველომ სტატუსი მიიღოს”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტატუსს უბრალო მოქალაქეები იღებს და არა კონკრეტული პარტია.
„სტატუსს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კი არ იღებს, არამედ უბრალო მოქალაქეები. უმარტივესი სარგებელი თუნდაც ის იქნება, რომ ქართველ მძღოლებს ევროპაში ტრაილერების მართვის უფლება ექნებათ, რაც ახლა მოლდოველების შემთხვევაში ხდება. ევროპა მოლდოველი მძღოლებით გადაივსო. სტატუსი სამარდჟამოა, „ქართული ოცნება“ დღეს არის. ნორმალური ქვეყნების მარაქაში იყოს“,- განაცხადა ელისაშვილმა.