“კაცი არ ხარ? ეს სიტყვები, რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?!” – ალეკო ელისაშვილი ირაკლი ბერაიას

„პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას ქალი ოპოზიციონერის, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თანამდებობის დატოვება „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც მოსთხოვა.

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები, რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი, ბიჭო!“, – მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები