რატი ბრეგაძე: ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია როცა იქნება, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია. მისივე თქმით, მსჯავრდებულები სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან და არც სააკაშვილი იქნება გამონაკლისი.

„ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა განსხვავებული კუთხით და ჩვენი პასუხი არის ერთი – მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს და, შესაბამისად, არც ის არის გამონაკლისი. როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, იგი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება რეკომენდაცია, ის დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ის არის მსჯავრდებული პატიმარი, მათ შორის კლინიკა „ვივამედშიც“,– განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები