გიული ალასანია: მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ისეთი დანაშაული აქვს, რომ შესაწყალებელი იყოს
პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ალბათ გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ისეთი დანაშაული აქვს, რომ შესაწყალებელი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„ნიკა გვარამია შეიწყალეს, თუმცა, არც ნიკას უთხოვია – შემიწყალეთო, მაგრამ შეიწყალა პრეზიდენტმა“, – განაცხადა ალასანიამ.
შეკითხვაზე – არის თუ არა შესაძლებელი, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეარბილოს საკუთარი პოზიცია „არა და არასოდეს, მსჯავრდადებული პრეზიდენტის დედა პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.