“ჰეზბოლას” მტკიცებით, პალესტინისა და ლიბანის საზღვარზე მოკლული და დაჭრილია ისრაელის 120 ჯარისკაცი
ლიბანური “ჰეზბოლა” ლიბანისა და პალესტინის საზღვრებზე ბოლო 23 დღის განმავლობაში ისრაელის დანაკარგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
განცხადება ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
კერძოდ, “ჰეზბოლას” მტკიცებით, ამ 23 დღის განმავლობაში განადგურდა, ისრაელის 2 ჯავშანტრანსპორტიორი; 2 ჰამერი; 9 ტანკი; 140 ვიდეოკამერა; 33 რადარი; 1 დრონი; 69 საკომუნიკაციო სისტემა; 17 ელექტრონული ომის სისტემა; 27 ჯაშუშური სისტემა;
მათივე თქმით, მოკლული და დაჭრილია ისრაელის 120 ჯარისკაცი.
105 თავდასხმა განხორციელდა IDF-ის სამხედრო პოზიციებზე.
ევაკუირებულია მოსაზღვრე 28 ქალაქი, 65 ათასი ადამიანი.