ლათინოამერიკული ქვეყნების პროტესტი – ბოლივიის შემდეგ, ისრაელიდან ელჩი კოლუმბიამ და ჩილემ გაიწვიეს

ბოლივიის შემდეგ, რომელმაც 31 ოქტომბერს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ისრაელს ღაზას სექტორში “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი”, ელჩების გაწვევის შესახებ კოლუმბიამ და ჩილემ გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლივიამ ისრაელთან ურთიერთობა 2009 წელსაც გაწყვიტა და 2020-ში აღადგინა.

როგორც კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ X ქსელში დაწერა, ის ისრაელიდან ელჩს გამოიწვევს.

“თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის მასობრივ მკვლელობას, ჩვენ იქ ვერ დავრჩებით“, – დაწერა მან.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება ჩილემაც მიიღო.

როგორც ჩილეს პრეზიდენტმა, მემარცხენე პოლიტიკოსმა – გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, „ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო“ გამოიწვევს ელჩს კონსულტაციებისთვის.

„ჩილე კატეგორიულად გმობს ამ სამხედრო ოპერაციებს და დიდი შეშფოთებით აკვირდება მათ“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები