მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას უნდოდა, რომ ქვეყანას ხელი შეშლოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში
ოპოზიციას იმთავითვე სრულიად განსხვავებული განზრახვა ჰქონდა, მათ უნდოდათ, რომ ქვეყანას ხელი შეშლოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“მათ თავიდანვე აირჩიეს ეს გზა. ამ პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადება, სინამდვილეში, საბოტაჟი იყო. პირველივე დღიდან, როგორც კი შევთავაზეთ, ერთობლივად, სამუშაო ჯგუფების ფორმატში ამ საკითხებზე მუშაობა… ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას იმთავითვე განზრახვა ჰქონდა სრულიად განსხვავებული, მათ უნდოდათ, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნისთვის წარმატებაში, უნდოდათ, რომ ხელი შეშლოდა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში”, – აცხადებს სარჯველაძე.