გურამ მაჭარაშვილი: საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რის საფუძველზე, ისედაც გაკოტრებული ოპოზიცია დარჩება აბსოლუტურად ნულოვანი მხარდაჭერით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ოპოზიციას გეგმები ჩაეშლება.

“რაც უფრო ახლოვდება დრო, როგორც შუალედურ გადაწყვეტილებაზე, ისე საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მით უფრო ღიზიანდება ოპოზიცია, იმიტომ რომ დღის წესრიგის მთავარი თემა – კანდიდატის სტატუსი, რომლითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა ქვეყანაში, ხელიდან, პრაქტიკულად, გამოეცალათ. ამიტომ, მთავარია, დიდი ალბათობით, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რის საფუძველზე, ისედაც გაკოტრებული ოპოზიცია დარჩება აბსოლუტურად ნულოვანი მხარდაჭერით,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები